Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში მთავრობის ჯარის საჰაერო იერიშისას 20 ადამიანი დაიხოცა


ოპოზიციურ მეთვალყურეთა ჯგუფის ინფორმაციით, სირიის არმიის საჰაერო იერიშის დროს, ლატაკიის პროვინციაში, 20 ადამიანი დაიხოცა. ბრიტანეთში მოქმედმა ამ ჯგუფმა გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდასხმა მოხდა ქალაქ სალმაზე. სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი, აკონტროლებს ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ არეალებს, ხოლო მეამბოხეებს ხელში უჭირავთ ჩრდილოეთი, თურქეთის საზღვრისპირა და ევფრატის ხეობის რეგიონი. გაეროს თანახმად, 28 თვიანი ამბოხების მანძილზე სირიაში ასი ათასი ადამიანი დაიხოცა, ხოლო მილიონნახევარზე მეტმა მოქალაქემ ქვეყანა დატოვა. პარასკევს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი შეთანხმდნენ სირიის შესახებ სამშვიდობო კონფრენციის რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობის თაობაზე.
XS
SM
MD
LG