Accessibility links

logo-print

ესპანეთმა და საფრანეთმა ერთობლივად გამოავლინეს ტრეფიკინგის ორგანიზატორთა დიდი ქსელი


ესპანეთმა განაცხადა, რომ ესპანელი და ფრანგი გამომძიებლების ერთობლივი კვლევის შედეგად გამოავლინეს ქსელი, რომელსაც ჩინეთიდან ევროპასა და აშშ-ში მიგრანტები გადაჰყავდა უკანონოდ. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სულ 75, მათგან 51 საფრანგეთში და 24 ესპანეთში დააპატიმრეს. დაკავებული არიან დამნაშავეობრივი გაერთიანების ორი სავარაუდო თავკაცი. ჯგუფს 50 ათას დოლარად ჩინეთის მოქალაქეები გადაჰყავდა აშშ-ში, ბრიტანეთში, ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში, ასევე საბერძნეთში და თურქეთში.
XS
SM
MD
LG