Accessibility links

logo-print

ჯიჰადისტური ჯგუფი: ისრაელის უპილოტო თვითმფრინავმა ეგვიპტეში თავდასხმა მოაწყო


ალ ყაიდასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, რომელიც ეგვიპტის ტერიტორიაზე, სინაის ნახევარკუნძულზე მოქმედებს, განაცხადა, რომ მისი წევრები ისრაელის უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის სამიზნე გახდნენ ეგვიპტის ტერიტორიაზე. ანსერ ბეით ალ-მაყდისმა, შეიარაღებული ჯგუფის საინტერნეტო გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ უპილოტო თვითმფრინავმა გადაკვეთა ეგვიპტის საჰაერო სივრცე და დახოცა ოთხი მებრძოლი, რომლებიც ამზადებდნენ ისრაელის ტერიტორიაზე საარკეტო თავდასხმას. ცნობით, ჯგუფის მეთაურმა გაქცევა მოახერხა. ეგვიპტის უშიშროების სამსახურის წარმამადგენელმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხლა, პარასკევს თქვა, რომ ისრაელის მხრიდან უპილოტო თვითმფრინავმა გახსნა ცეცხლი და დახოცა ხუთი, სავარუდოდ, მეამბოხე. მისივე თქმით, თავდასხმა ისრაელმა ეგვიპტის ხელისუფლებასთან შეთანხმებით განახორციელდა. ისრაელს თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG