Accessibility links

logo-print

აშშ კვლავ გახსნის თავის 18 საკონსულოს ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში


აშშ-მა განაცხადა, რომ ის კვლავ აამოქმედებს თავისი 19-დან 18 საკონსულოს ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში. საკონსულოები დაიხურა გასულ კვირაში ტერორისტული თავდასხმის საფრთხის გამო. ერთი საკონსულო, იემენში, კვლავ დახურული რჩება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ხელში ჩაიგდო ალ ყაიდის ორი ლიდერის წერილები, სადაც ლაპარაკი იყო დიდი ტერორისტული თავდასხმის გეგმის შესახებ, რასაც მოჰყვა საკონსულოების დახურვა 4 აგვისტოს. სხვა მუქარის გამო დაიხურა საკონსულო პაკისტანში, ლაჰორში, საიდანაც თანამშრომლები ისლამაბადში გადაიყვანეს.
XS
SM
MD
LG