Accessibility links

logo-print

სიცილიის სანაპიროსთან ექვსი ემიგრანტი დაიხრჩო


ექვსი ემიგრანტი დამიხრჩო სიცილიის სანაპიროსთან, ჩრდილოეთი აფრიკიდან იტალიაში ჩაღწევის მცდელობისას. იტალიის ხელისუფლების ცნობით, ხუთი კაცი და ერთი ახალგაზრდა დაიღუპნენ კატანიის სანაპიროსთან მას მერე, რაც მათი ნავი გადაბრუნდა და ჩაიძირა. ნავზე ასამდე ემიგრანტი იყო. იტალიელი მაშველების მიერ გადარჩენილების თანახმად, ისინი ეგვიპტიდან და სირიიდან არიან. სიცილიის ხალხმრავალი პლაჟი ინციდენტის შემდეგ დახურეს. სომალელებმა, რომლებმაც იტალიის კუნძულ ლამპედუზას მიაღწიეს ხუთშაბათს, თქვეს, რომ მათ ნავში მყოფი ორი ადამიანი გზაში დაიხოცა. იტალიას უწევს ევროპაში ჩასვლის მსურველი ასეულობით მიგრანტის მიღება.
XS
SM
MD
LG