Accessibility links

იემენში გაზის ტერმინალზე ალ ყაიდის თავდასხმისას ხუთი ჯარისკაცი დაიხოცა


იემენის არმიის თანახმად, სავარაუდოდ, ალ ყაიდის შეიარაღებულმა წევრებმა, იემენის არმიის ხუთი სამხედრო დახოცეს. ჯარისკაცები იცავდნენ სანავსადგურო ქალაქ ადენში, ბუნებრივი გაზის ბალჰაფის ტერმინალს. ინციდენტი მოხდა კვირა დილით, როცა შეიარაღებულმა პირებმა მოახერხეს ტერმინალის ტერიტორიაზე შეღწევა და იქ ცეცხლი გახსნა, ჯერ ერთი გუშაგი მოკლეს, ხოლო შემდეგ დახოცეს სავაჭრო კონტეინერში მძინარი ჯარისკაცები. გასულ კვირაში იემენის მთავრობამ გამოაცხადა, რომ მისი ვარაუდით, ეს ტერმინალი, ბალჰაფი, ერთ-ერთი იყო, რომელზეც ალ ყაიდა თავდასხმას გეგმავდა. თავდასხმა მოხდა მას შემდეგ რამდენიმე საათში, რაც აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა ალ ყაიდის ორი წევრი დახოცა სამხრეთში, ლაჰჯის პროვინციაში. აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა, გასულ კვირაში ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში საკონსულოები დახურეს ტერორისტული თავდასხმების თაობაზე მუქარის გამო.
XS
SM
MD
LG