Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზიმბაბვე უარყოფს ირანთან ურანის თაობაზე გარიგებას


ზიმბაბვის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს ბრიტანეთის მედიის ცნობა, რომ აფრიკის ამ სახელმწიფომ საიდუმლო შეთანხმება გააფორმა ირანთან ურანის გარშემო. ზიმბაბვის ბუნებრივი რესურსების სამინისტრო განცხადებაში უარყოფს გაზეთ „ტაიმსის“ ცნობას, როგორც ბოროტგანზრახულ და უხეშ ტყუილს. გაზეთის ცნობაში ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, გიფტ ჩიმანიკირე აღიარებს, რომ ასეთი შეთანხმება, ირანისთვის ურანის მიწოდების თაობაზე, მას უნახავს. ირანის ყოფილი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი 2010 წელს ესტუმრა ზიმბაბვეს და ამ ქვეყნის მთავრობისგან თავისი ატომური პროგრამის სფეროში მხარდაჭერა მოიპოვა. დასავლეთი ეჭვობს, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვის. ირანი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია.
XS
SM
MD
LG