Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი 1967 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ებრაელთათვის კიდევ ათას საცხოვრებელს ააშენებს


ისრაელმა განაცხადა, რომ ებრაელი მოსახლეებისთვის ათას ახალ საცხოვრებელ ერთეულს ააშენებს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში. კვირის ეს განცხადება გაკეთდა სამი დღით ადრე, ვიდრე ისრაელი და პალესტინელები მათ შორის ხანგძლივი კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს განაახლებენ. პირდაპირი მოლაპარაკებები შეწყდა 2010 წელს ახალი საცხოვრებლების მშენებლობის მიზეზით. ისინი სამწლიანი პაუზის შემდეგ ახლახან განახლდა ვაშინგტონში. პალესტინელები მოლაპარაკებას დათანხმდნენ იმ პირობით, რომ ისრაელი საპატიმროდან გაუშვებდა 100 პალესტინელ პატიმარს. ისრაელის მიერ 1967 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ათეულობით დასახლებაში, ნახევარი მილიონი ახალმოსახლე ისრაელი ჩასახლდა.
XS
SM
MD
LG