Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიმალაებში ჩეხეთის მთამსვლეთა ფედერაციის თავმჯდომარე დაიღუპა


ჩეხეთის რესპუბლიკის წამყვანი მთამსვლელი, პაკისტანის ჰიმალაებში დაიღუპა. 57 წლის ზდენეკ ჰრუბი და მისი პარტნიორი გეშერბუმ პირველზე ასლისას ცუდ ამინდში, ძლიერ ქარსა და წვიმაში მოყვნენ, რის გამოც უკან დაბრუნება გადაწყვიტეს. ზდენეკ ჰრუბი ათას მეტრიანი სიმაღლიდან მოწყდა. ცნობით, მთამსვლელის ოჯახის სურვილის თანახმად, ჰრუბის გეგშერბუმის საბაზო ბანაკში დაასაფლავებენ. ჰრუბიმ თავის სპორტულ კარიერაში მსოფლიოს 14 რვაათასიან მწვერვალთა შორის, რვა დაიპყრო.
XS
SM
MD
LG