Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა მაჰმადიანებს რამადანის დასრულება მიულოცა


კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, პაპმა ფრანცისკემ მაჰმადიანებს რამადანის თვის დასრულების გამო, ხსნილის დღესასწაული მიულოცა. პაპი გამოვიდა მოწოდებით ქრისტიანთა და მაჰმადიანთა შორის მეტი ურთიერთგაგებისკენ. ვატიკანში შეკრებილი ათეულათასობით ადამინის წინაშე გამოსვლისას ფრანცისკემ მუსლიმებს „ჩვენი ძმები“ უწოდა. მისი თქმით, ურთიერთპატივისცემა რელიგიებს შორის მიიღწევა ახალი თაობების აღზრდის გზით. 8 აგვისტოს ვატიკანმა საგანგებო მიმართავა გაავცელა მაჰმადიანთა მიმართ რამადანის დასრულების გამო. შარშან ასეთი მიმართა პაპს საგანგებო კომისიამ დაუწერა. ახალმა პაპმა ასეთი მიმართა თვითონ შექმნა.
XS
SM
MD
LG