Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედვარდ სნოუდენის მამამ რუსეთის ვიზა მიიღო


აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ყოფილი კონტრაქტორის, ედვარდ სნოუდენის მამამ, ლონმა, განაცხადა, რომ მან მიიღო რუსეთის ვიზა, რათა ესტუმროს თავის ვაჟს ამ ქვეყანაში. ლონ სნოუდენს არ უთქვამს, როდის აპირებს შვილის მონახულებას. „ეი-ბი-სის“ ეთერში მან განაცხადა, რომ სურს, მისი შვილი როდესმე დაბრუნდეს შინ. მაგრამ, თქვა იქვე მან, ნაკლებად სავარაუდოაა, რომ მას ამერიკაში სამართლიან სასამართლო პროცესს მოუწყობენ, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები უკვე მოღალატეს უწოდებენ. ედვარდ სნოუდენი, „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის“ ყოფილი თანამშრომელი, აშშ-ში ბრალდებულია ჯაშუშობაში საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების გამო. რუსეთის გადაწყვეტილება, მიენიჭებინა მისთვის დროებითი თავშესაფარი, ერთ-ერთი მიზეზი იყო, რატომაც გააუქმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ თავისი, სექტემბრისთვის მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
XS
SM
MD
LG