Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის უშიშროების ძალები მურსის მომხრეების წინააღმდეგ ძალას იხმარენ


ეგვიპტის უშიშროების ძალების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უშიშროების ძალები აპირებენ ორშაბათს, ადრე, ჩამოგდებული პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის მომხრეთა წინააღმდეგ ძალა გამოიყენონ. ოფიციალურმა პირმა, რომელმაც არ გაამხილა ვინაობა, განაცხადა, რომ უშიშროების ძალები დაშლიან ორ საპროტესტო ბანაკს, რომლებიც ისლამისტი პრეზიდენტის მომხრეებმა დასცეს კაიროში მას მერე, რაც მურსი არმიამ ჩამოაგდო. მურსის მომხრები აპირებენ თანამდებობაზე მის აღდგენამდე არ შეწყვიტონ პროტესტი. არმიის მიერ დაფუძნებულმა დროებითმა მთავრობამ გაფრთხილება გამოაქვა, რომ რამადანის დასრულების, ხსნილის დღესასწაულის შემდეგ, საპროტესტო ბანაკებს დაშლიდა. მურსის ჩამოგდების, 3 ივლისის, შემდეგ, სხვადასხვა დაპირისპირების დროს 250 ადამიანი დაიხოცა.
XS
SM
MD
LG