Accessibility links

ავღანეთის აღმოსავლეთში ნატოს სამი სამხედრო დახოცეს


ნატოს თანახმად, მისი სამი სამხედრო დახოცეს თავდასხმისას, აღმოსავლეთ პროვინციაში. არმია არც დახოცილთა სადაურობას ამხელს და არც მომხდარის ზუსტ არეალს. ეს მსხვერპლი პირველია ნატოს სამხედროებს შორის ამ თვეში. ამ ეტაპზე საერთაშორისო ჯარს ასი ათასი სამხედრო ჰყავს ავღანეთში, მათგან 68 ათასი აშშ-ის ჯარისკაცები არიან. ნატოს საბრძოლო ჯარი ავღანეთს დატოვებს 2014 წლის ბოლოს.
XS
SM
MD
LG