Accessibility links

logo-print

ისრაელი 26 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს


ისრაელის მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა 26 პალესტინელის ციხიდან გათავისუფლებას იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს აშშ-ის შუამავლობით ისრაელი-პალესტინის მოლაპარაკებების განახლებას. გასულ თვეში მიღწეული შეთანხმებით, ისრაელმა სულ 104 პატიმარი უნდა გაათავისუფლოს. დარჩენილ 78 პატიმარს ისრაელი გაათავისუფლებს მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში, თუკი სამშვიდობო მოლაპარაკებები გაგრძელდება. კვირას ისრაელის მთავრობამ მიიღო აგრეთვე გადაწყვეტილება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაელებისთვის დამატებით 1000 ახალი სახლის აშენების შესახებ. ისრაელი-პალესტინის მოლაპარაკებები ოთხშაბათს ისრაელსა და დასავლეთ ნაპირზე დაიწყება. მოლაპარაკებები 2010 წელს შეწყდა პალესტინის ტერიტორიაზე ებრაელთა დასახლებების მშენებლობის დაწყების გამო.
XS
SM
MD
LG