Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში "კურსკის" კატასტროფის შედეგად დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას მიაგებენ პატივს


რუსეთში დღეს „კურსკზე“ დაღუპული 118 მეზღვაურის ხსოვნას მიაგებენ პატივს. 13 წლის წინ ბარენცის ზღვაში ატომური წყალქვეშა ნავი „კურსკი“ ჩაიძირა. სამგლოვიარო ღონისძიებებს გამართვს რუსეთის ყველა ფლოტი. ღონისძიებებია დაგეგმილი პეტერბურგსა და რუსეთის სხვა ქალაქებში, სადაც დაღუპული მეზღვაურები არიან დაკრძალული. ყველაზე ბევრი - 32 მეზღვაური პეტერბურგშია დაკრძალული. ატომური წყალქვეშა კრეისერი „კურსკი“ 2000 წლის 12 აგვისტოს სასწავლო მანევრის შესრულების დროს ჩაიძირა. გემზე მყოფი ყველა მეზღვაური დაიღუპა. კატასტროფის მიზეზად ხომალდზე არსებული იარაღის მარაგის შემთხვევითი აფეთქება დასახელდა.
XS
SM
MD
LG