Accessibility links

logo-print

რუსეთის გენპროკურატურა: ნავალნის კამპანია უცხოეთიდან ფინანსდება


რუსეთის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ გამოავლინა ფაქტები მოსკოვის მერობის კანდიდატ ალექსეი ნავალნის უცხოური დაფინანსების შესახებ. შესაბამისი მასალები სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ელექტრონული სისტემა „იანდექსის“ საშუალებით 300-ზე მეტმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირმა, აგრეთვე ანონიმმა შემომწირველებმა ნავალნისა და მისი საარჩევნო შტაბის წევრთა ელექტრონულ ანგარიშებზე მსოფლიოს 46 ქვეყნიდან გადარიცხეს. ალექსეი ნავალნის საარჩევნო კამპანიის შემოწმების თხოვნით პროკურატურას სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ მიმართა.
XS
SM
MD
LG