Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტის მომხრეები არ აპირებენ შეჩერებას


ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტი მუჰამედ მორსის მომხრეებმა, რომლებიც განაგრძობენ მჯდომარე აქციას კაიროს ცენტრში, - გააძლიერეს მათი ბანაკების დაცვა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალები დაემუქრნენ დემონსტრანტებს, რომ ორშაბათს ძალას გამოიყენებდნენ მათ დასაშლელად. წუხელ, საღამოს ლოცვისა და პოლიტიკური გამოსვლების შემდეგ, დემონსტრანტები ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ ისინი არ აპირებენ დამორჩილებას. უსაფრთოხების ძალებმა კაიროს ცენტრში აღმართეს კორდონები, რათა არ დაეშვათ პროტესტის ადგილზე მეტი მხარდამჭერების მისვლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი პოტენციური შეტაკებისათვის ემზადებიან. 3 ივლისის შემდეგ, რაც მუჰამედ მურსი სამხედრო ხელისუფლებამ პოსტიდან გადააყენა, ქვეყნის მასშტაბით მომხდარ დაპირისპირებაში 250 კაცზე მეტი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG