Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის „რეზიდენციასთან მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულების“ ასლები დაწვეს


ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტის" წევრებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის ფოტოები და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულების ასლები დაწვეს. როგორც პრეზიდენტის რეზიდენციასთან "ეროვნული ფრონტის" აქტივისტმა ევგენი მიქელაძემ განაცხადა, 2008 წლის აგვისტოს ომი მედვედევ-სარკოზის შეთანხმებით დასრულდა. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე კი საქართველოს სახელმწიფოებრიობა წამგებიან მდგომარეობაში მოექცა. "ეროვნული ფრონტი" აცხადებს, რომ 12 აგვისტოს მედვედევ-სარკოზის შეთანხმებისა და 8 სექტემბრის სამპუნქტიან დამატების ხელმოწერით მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ის უნდა გასამართლდეს სამშობლოს ღალატის მუხლით", - განაცხადა ევგენი მიქელაძემ.
XS
SM
MD
LG