Accessibility links

logo-print

ერაყში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ალ ყაიდამ აიღო


ერაყში ბოლო ხანს მომხდარ ძალადობისა და თავდასხმების ორგანიზებაზე ალ ყაიდას წამყვანმა დაჯგუფებამ სახელწოდებით „ერაყისა და ლევანტის ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა. რამადანის თვის დასრულების ხსნის დღესასწაულზე მომხდარ თავდასხმებში ქვეყნის მასშტაბით ასობით ადამიანი დაიხოცა. დაჯგუფებს მიერ გავრცელებული განაცხადებში ნათქვამია, რომ შიიტ მუსლიმებს არ ეღირსებათ მშვიდად ცხოვრება არც დღისით და არც ღამით, მათ შორის არც ხსნის დღესასწაულის დროს. ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით გასულ შაბათ-კვირას მომხდარ აფეთქებებში 74 ადამიანი დაიღუპა. მუსლიმთ წმინდა დღესასწაულის განმავლობაში კი ძალადობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 800-ს მიაღწია. თავდასხმების სამიზნე ერაყში მცხოვრები შიიტები და მათი რელიგიური ორგანიზაციები წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG