Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი: „გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს და ის ყველას პრეზიდენტი იქნება“


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილი დღეს ოფიციალურად წარადგინა გიორგი მარგველაშვილი, როგორც „კოალიცია ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი და მას სიმბოლურად გადასცა ის საწერ-კალამი, რომელსაც კოალიციის ლიდერი საპარლამენტო არჩევნების პერიოდში იყენებდა. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში "გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს და იგი ყველას პრეზიდენტი იქნება.“ საპრეზიდენტო კანდიდატის პრეზენტაცია სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში გაიმართა და მას საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარე, მინისტრები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ესწრებოდნენ.
XS
SM
MD
LG