Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმერ პუტინი სამშაბათს აზერბაიჯანს ესტუმრება


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინი სამშაბათს აზერბაიჯანს ესტუმრება. კრემლის ინფომრაციით, პუტინი ბევრ საკითხზე პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევთან. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის თანახმად ბაქოში ვიზიტისას ექვს სხვადასხვა შეთანხებას მოეწერება ხელი. კერძოდ განიხილავენ კასპიის ზღვის სტატუსისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების პრობლემებს. პუტინის ვიზიტს დაემთხვევა რუსეთის კასპიის ფლოტის სამხედრო ხომალდების შესვლა ბაქოს პორტში. მოელიან, რომ ორი ქვეყნის ლიდერების ერთ-ერთ გემს მოინახულებენ.
XS
SM
MD
LG