Accessibility links

მორსის მომხრეებმა კაიროში მსვლელობა მოაწყვეს


ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტის მუჰამედ მორსის მომხრეებმა, რომლებიც განაგრძობენ საპროტესტო აქციებს, დღეს მრავალრიცხოვანი მსვლელობა მოაწყვეს კაიროში და ამით მოახდინეს დემონსტრირება, რომ მუქარის არ ეშინიათ. ქვეყნის უსაფრთხოების ძალები დაემუქრნენ დემონსტრანტებს, რომ ორშაბათს ძალას გამოიყენებდნენ მათ დასაშლელად. უსაფრთოხების ძალებმა კაიროს ცენტრში აღმართეს კორდონები, რათა არ დაეშვათ პროტესტის ადგილზე მეტი მხარდამჭერების მისვლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი პოტენციური შეტაკებისათვის ემზადებიან. 3 ივლისის შემდეგ, რაც მუჰამედ მურსი სამხედრო ხელისუფლებამ პოსტიდან გადააყენა, ქვეყნის მასშტაბით მომხდარ დაპირისპირებაში 250 კაცზე მეტი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG