Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პოლიცია თავს იკავებს მურსის მომხრეთა დაშლისგან


ეგვიპტის პოლიცია, სავარაუდოდ, თავს იკავებს იმ ორი აქციის დაშლისგან, რომელსაც კაიროში მართავენ გადაყენებული პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის მხარდამჭერები. ორშაბათს, უფრო ადრე, პოლიცია აცხადებდა, რომ საღამოს დაიწყებდა დემონსტრანტების ბანაკების აღებას - თუმცა ეს არ გაუკეთებია. მურსის მომხრეებმა დღეს მასობრივი დემონსტრაცია გამართეს დედაქალაქში. ათი ათასობით ადამიანი სკანდირებდა დამხობილი, ისლამისტი პრეზიდენტის სახელს. კაიროს ქუჩებში დაცემულ ორ საპროტესტო ბანაკში ათასობით პირი იმყოფება 3 ივლისის - მურსის გადაყენების დღის - შემდეგ. ამ პერიოდში ქუჩებში მომხდარ შეტაკებებს 250-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG