Accessibility links

logo-print

მეჩეთზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა რამდენიმე ათეული ნიგერიელი


ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბორნოს შტატში, მეჩეთზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 44 ადამიანი. მიღებული ცნობების თანახმად, თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს მეჩეთში სალოცავად მისულებს. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. რელიგიურმა ექსტრემისტებმა ნიგერიაში უკვე ათასობით ადამიანი მოკლეს. თავდასხმების რიცხვმა განსაკუთრებით იმატა მას შემდეგ, რაც შეიქმნა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“. დაჯგუფების სახელწოდება ითარგმნება, როგორც „დასავლური განათლება ცოდვაა“. ამ ჯგუფის მიზანია ხელისუფლების ჩამოგდება და ჩრდილოეთ ნიგერიაში ისლამისტური სახელმწიფოს შექმნა.
XS
SM
MD
LG