Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ხელმძღვანელი ისლამაბადში ჩავიდა


გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნი ისლამაბადში ჩავიდა ორდღიანი ვიზიტით. მისი ვიზიტის ფონია სისხლიანი შეტაკებები პაკისტანსა და ინდოეთს შორის, კამათის საგნად ქცეულ ქაშმირის ტერიტორიაზე. პაკისტანი და ინდოეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ სროლის და დაცხრილვის ინციდენტებში, რომლებიც ჰიმალაის ამ სადავო ტერიტორიის სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მოხდა. ამ ზოლს გაერო უწევს მონიტორინგს. დაძაბულობა 6 აგვისტოს გაიზარდა, როცა შეიარაღებულმა პირებმა ხუთი ინდოელი ჯარისკაცი დახოცეს. ინდოეთმა ამაში პაკისტანის არმია დაადანაშაულა, თუმცა ისლამაბადი ინციდენტში მონაწილეობას უარყოფს. ბან კი-მუნი შეხვდება პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის და პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფს. ოთხშაბათს ბან კი-მუნი დაესწრება პაკისტანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და ისაუბრებს პაკისტანის მნიშვნელოვან როლზე გაეროს სამშვიდობო მისიებში. პაკისტანი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ამ მისიებში სამხედრო და საპოლიციო ძალების მსხვილ კონტინგენტს აგზავნის.
XS
SM
MD
LG