Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი შეშფოთებულია ისრაელის გეგმით დასახლებების თაობაზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი პალესტინელებს მოუწოდებს არ მოახდინონ ანტაგონისტური რეაგირება ისრაელის განცხადებაზე, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმში და დასავლეთის სანაპიროზე ახალი დასახლებების აშენებას გეგმავს. კოლუმბიაში ვიზიტით მყოფმა კერიმ ხაზი გაუსვა ისრაელელების და პალესტინელების მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების მნიშვნელობას. უფრო ადრე, ვაშინგტონმა „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა ისრაელის მხრიდან კვირას დამტკიცებულ გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ებრაელთათვის 1,000-ზე მეტი ახალი სახლის აშენებას. აშშ-ის შუამავლობით ოთხშაბათს იერუსალიმში უნდა განახლდეს სამშვიდობო მოლაპარაკება, რომლის მიზანი იქნება შეთანხმების ცხრა თვის განმავლობაში მიღწევა. ვაშინგტონი შიშობს, რომ ისრაელის მხრიდან ახალი დასახლებების მშენებლობა სამშვიდობო პროცესს წინაღობას შეუქმნის. მოლაპარაკება 2010 წელს შეწყდა პალესტინელთა პროტესტის გამო დასავლეთის სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაელთა დასახლებების მშენებლობის საკითხზე.
XS
SM
MD
LG