Accessibility links

logo-print

პუტინი ბაქოში ჩავიდა


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ბაქოში ჩავიდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან მოლაპარაკების გამართვის მიზნით. კრემლის განცხადებით, პუტინი უფრო ფართო დისკუსიებშიც მიიღებს მონაწილეობას. პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, ხელმოწერისთვის მზადდება „ხუთი თუ ექვსი ორმხრივი შეთანხმება“. უშაკოვს შეთანხმებების დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა თქვა, რომ ისინი ენერგიის სექტორში თანამშრომლობას ეხება. როგორც ვარაუდობენ, მოლაპარაკების თემები ასევე იქნება კასპიის ზღვის იურიდიული სტატუსი და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის გზები. რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტიდან საბრძოლო გემები ბაქოს პორტში გაჩერდნენ პუტინის ვიზიტის პერიოდში. ვრცელდება ცნობები, რომ ერთ-ერთ გემს პუტინი და ალიევი ეწვევიან.
XS
SM
MD
LG