Accessibility links

logo-print

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა გერმანიაში


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა გერმანიაში, სადაც ამერიკულ სამხედრო ბაზა ჰოჰენფელსს მოინახულებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში ავღანეთის მისიისთვის ემზადებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის და ბათუმის ცალკეული ქვეითი ბატალიონის სამხედროები. თავდაცვის მინისტრი მათ წვრთნას დაესწრება და ამერიკელი სამხედროების მიერ ქართველი ჯარისკაცების მომზადების პროცესს გაეცნობა. ჰოჰენფელსის ბაზაზე მომზადების შემდეგ ქართველი სამხედროები ავღანეთში გაემგზავრებიან და მისიას ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტიგენტის შემადგენლობაში შეასრულებენ. გერმანიაში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპაში ამერიკული სახმელეთო ძალების სარდალს, გენერალ კემპბელს შეხვდება და ვიზიტს ბოლოს მოინახულებს ავღანეთში დაჭრილ ქართველ სამხედროებს, რომლებიც გერმანიის კლინიკებში იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG