Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიცა რუსი ბიზნესმენის, პოლონსკის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი


საერთაშორისო ორდერი გაიცა რუსი ბიზნესმენის, სკანდალებით ცნობილი სერგეი პოლონსკის დაპატიმრების თაობაზე. ორდერი გასცა მოსკოველმა მოსამართლემ, ალექსეი კრივორუჩკომ, ფინანსური მაქინაციების შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით. პოლონსკის ადვოკატი, დიანა ტატოსოვა აცხადებს, რომ მისი კლიენტი ისრაელში იმყოფება, სადაც შეხვედრას გამართავს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ ქვეყნის მოქალაქეობის მიღების საკითხზე. რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში პოლონსკის დაპატიმრება ემუქრება თანხების გაფლანგვის სქემაში მონაწილეობის ბრალდების საფუძველზე. პოლონსკი ექსცენტრიკული განცხადებებით და ქმედებებით არის ცნობილი. 2011 წელს ის მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოხვდა, რაც ცნობილმა მედია-მაგნატმა, ალექსანდრ ლებედევმა ტელეგადაცემის მსვლელობისას მას ხელი დაარტყა. შარშან პოლონსკი და მისი ორი კოლეგა კამბოჯაში დააპატიმრეს, მეზღვაურების ცემის ბრალდებით. პოლონსკიმ საპატიმროში სამი თვე გაატარა, შემდეგ კი ისრაელში გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG