Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი-მუნი ითხოვს უპილოტო თვითმფრინავებზე საერთაშორისო რეგულაციების დაწესებას


გაეროს გენერალური მდივანი ითხოვს საერთაშორისო რეგულაციების დაწესებას უპილოტო თვითმფრინავებით იერიშების მიტანის საკითხზე. ბან კი-მუნი ამ განცხადებით გამოვიდა პაკისტანში, სადაც ის ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. უნივერსიტეტში შეკრებილ აუდიტორიას გაეროს გენერალურმა მდივანმა უთხრა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ შეცდომები და სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი თავიდან იყოს აცილებულიო. პაკისტანი ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას, რათა დასრულდეს აშშ-ის მიერ უპილოტო თვითმფრინავებით იერიშების მიტანა ავღანეთთან საზღვრის გასწვრივ მდებარე თემურ რეგიონებში. ვაშინგტონი თავდასხმებს მიიჩნევს მნიშვნელოვან ზომად ალ-ყაიდის და თალიბანის ექსტრემისტებთან ბრძოლის საქმეში, მაგრამ ისლამაბადი ამ იერიშებს გმობს და მიიჩნევს თავისი სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის დარღვევად. ბან კი-მუნის ვიზიტის ფონია სისხლიანი შეტაკებები პაკისტანსა და ინდოეთს შორის, კამათის საგნად ქცეულ ქაშმირის ტერიტორიაზე. პაკისტანი და ინდოეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ სროლის და დაცხრილვის ინციდენტებში, რომლებიც ჰიმალაის ამ სადავო ტერიტორიის სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მოხდა. ამ ზოლს გაერო უწევს მონიტორინგს.
XS
SM
MD
LG