Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი კიდევ 900 სახლის აშენებას გეგმავს აღმოსავლეთ იერუსალიმში


ისრაელის ოფიციალური პირის განცხადებით, აღმოსავლეთ იერუსალიმში ეს ქვეყანა 900 ახალი სახლის აშენებას გეგმავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ეფრატ ორბახის განცხადებით, ამ მშენებლობაზე ნებართვა უკვე მიღებულია. ეს გეგმა დაემატება ისრაელის მიერ კვირას გაკეთებულ განცხადებას დასავლეთის სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში 1,200-მდე სახლის აშენების თაობაზე. ოთხშაბათს უნდა განახლდეს სამშვიდობო მოლაპარაკება ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის. ვაშინგტონმა „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა ახალი მშენებლობების შესახებ ისრაელის გეგმის თაობაზე. თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი პალესტინელებს მოუწოდებს არ მოახდინონ ანტაგონისტური რეაგირება ისრაელის ნაბიჯებზე. სამშვიდობო მოლაპარაკება 2010 წელს შეწყდა პალესტინელთა პროტესტის გამო დასავლეთის სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაელთა დასახლებების მშენებლობის საკითხზე.
XS
SM
MD
LG