Accessibility links

პოლიციამ კაიროში შეტაკებების დასრულების მიზნით ცრემლმდენი გაზი გამოიყენა


ეგვიპტის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა კაიროში შეტაკებების დასრულების მიზნით, რომლებიც დამხობილი პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის და ახალი, არმიის მიერ დანიშნული მთავრობის მომხრეებს შორის მოხდა. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მურსის ათასობით მომხრე კაიროს ცენტრში, სამინისტროების შენობების მიმართულებით მსვლელობას აწყობდა, როცა ამ უბნების მცხოვრებმა ხალხმა მათ შეურაცხმყოფელი ფრაზები დაუყვირა და ქვების და ბოთლების სროლა დაუწყო. მურსის მომხრეებმა ამას ასევე ქვების სროლით უპასუხეს. მოხდა ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებიც. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გაუშვა კონფრონტაციის შეწყვეტის მიზნით. ეგვიპტის არმიამ მურსი 3 ივლისს გადააყენა, მისი გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ. მურის მომხრეებმა კაიროში ორი საპროტესტო ბანაკი დასცეს და ყოველდღიურ აქციებს მართავენ მისი დაბრუნების მოთხოვნით. მურსის გადაყენების შემდეგ ძალადობას 250-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG