Accessibility links

logo-print

სასამართლო ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეს განიხილავს


თბილისის საქალაქო სასამართლოში დასასრულს უახლოვდება განხილვა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი საქმისა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. პროკურატურის მტკიცებით, პოლიტიკური შეხედულებების გამო შვიდი ადამიანის მიმართ ბაჩო ახალაიას ორგანიზებით განხორციელდა წამება, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შანტაჟის შედეგად მოპოვებულს უწოდებენ ახალაიას ადვოკატები. ერთ-ერთი მათგანის მალხაზ ველიჯანაშვილის განმარტებით, მხარეთა დასკვნითი გამოსვლის და ბრალდებულთა საბოლოო სიტყვის პროცედურების შემდეგ მოსამართლე გადაწყევტილების მისაღებად გავა, თუმცა გამოაცხადებს თუ არა დღეს განაჩენს, მისი გადასაწყვეტია.
XS
SM
MD
LG