Accessibility links

ოფიციალურად გადადგა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი


ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ირჟი რუსნოკმა ოფიციალურად დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება, მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში მის მთავრობას პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი. პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა დააკმაყოფილა გადადგომის შესახებ პრემიერის განაცხადი, თუმცა რუსნოკს და მის კაბინეტს სთხოვა ახალი პრემიერის დანიშვნამდე გააგრძელონ მოვალეობის შესრულება. რუსნოკი 10 ივლისს დაინიშნა პრემიერად - მას შემდეგ, რაც კორუფციის შესახებ სკანდალის ფონზე ამ პოსტიდან გადადგა პეტრ ნეჩასი. ზემანმა თავისი დიდი ხნის მოკავშირე რუსნოკი მსხვილი პოლიტიკური პარტიების მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად დანიშნა პრემიერად. მომავალი კვირების განმავლობაში ჩეხეთის პარლამენტი გეგმავს შეიკრიბოს და დაშლაზე იმსჯელოს - რაც ვადამდელი არჩევნების გამართვას გამოიწვევს. პრეზიდენტმა ზემანმა გასულ შაბათს განაცხადა, რომ მისთვის მოსაწონია ნაადრევი არჩევნების იდეა.
XS
SM
MD
LG