Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საპატრიარქოს კომისიამ სამ სასულიერო პირს შეუჩერა უფლებამოსილება


საქართველოს საპატრიარქოში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში მღვდელთმსახურების უფლება სამ სასულიერო პირს შეუჩერა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორე ჭუაძემ განუცხადა. საპატრიარქოში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა უბისისა და მარგვეთის მოსახლეობის დაპირისპირება სასულიერო პირებთან. მოსახლეობის ნაწილი სასულიერო პირებს, აღსარების გათქმაში, ეკლესიის ქონების მიტაცებასა და მრუშობაში ადანაშაულებდა. საპატრიარქოში შექმნილი სპეციალური კომისია დაპირისპირებაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მოსახლეობის ნაწილმა ეკლესიის კარი აჭედა. მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტ ვახტანგს მრევლი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვასა და საეკლესიო კანონების დაუცველობაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG