Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში 18 ახალი გუბერნატორი დანიშნეს


ეგვიპტის ხელისუფლებამ დანიშნა დაახლოებით 18 პროვინციის გუბერნატორები, რომელთა უმრავლესობაც გადამდგარი გენერლები არიან. პროვინციების ყოფილი მმართველების უმრავლესობა კი გადაყენებული პრეზიდენტის მუჰამედ მორსის დანიშნული, „ძმები მუსლიმანების“ მოძრაობის წევრები იყვნენ. სამშაბათ დილით ეგვიპტის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა კაიროში შეტაკებების დასრულების მიზნით, რომლებიც დამხობილი პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის და ახალი, არმიის მიერ დანიშნული მთავრობის მომხრეებს შორის მოხდა. მურის მომხრეებმა კაიროში ორი საპროტესტო ბანაკი დასცეს და ყოველდღიურ აქციებს მართავენ მისი დაბრუნების მოთხოვნით. მურსის გადაყენების შემდეგ ძალადობას 250-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG