Accessibility links

ინდოეთში წყალქვეშა გემის აფეთქებას სავარაუდოდ მსხვერპლი მოჰყვა


ვარაუდობენ, რომ მსხვერპლით დასრულდა ინდოეთში, მუმბაის პორტში წყალქვეშა გემზე მომხდარი აფეთქება. რუსეთში აგებული წყალქვეშა გემი ინდოეთის სამხედრო ფლოტის კუთვნილებაა. ინდოეთის სამხედრო უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, მიმდინარეობს გემზე მყოფი მეზღვაურების ძებნის ოპერაცია. აფეთქების დროს გემზე 18 მეზღვაური იმყოფებოდა. აფეთქების მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. წყალქვეშა გემი 16 წლის წინ არის აგებული და ის ახლახან შეკეთების შემდეგ დაბრუნდა რუსეთიდან.
XS
SM
MD
LG