Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პარლამენტის წევრი ქალის გატაცების ფაქტი დადასტურდა


ავღანეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ავღანეთის პარლამენტის წევრი ქალის გატაცების ფაქტი. პოლიციამ დღეს განაცხადა, რომ ფარიბა აჰმად კაკარი გასულ შაბათ-კვირას გაიტაცეს, როცა ღაზნის პროვინციაში თავის შვილებთან ერთად მგზავრობდა. ღაზნის გუბერნატორის მოადგილემ მუჰამედ ალი აჰმადიმ განაცხადა, რომ ორშაბათს ჩატარებული ოპერაციის შედეგად, უშიშროების ძალებმა შეძლეს ბავშვების გათავისუფლება. თავად კაკარი გამტაცებლებს სხვა ადგილას ჰყავდათ და ხელისუფლება მას ამ დრომდე ეძებს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გამტაცებლები ოთხი თალიბის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. თალიბანის წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ არ ფლობდა ინფორმაციას დეპუტატის გატაცების შესახებ. თავდაპირველად დამაბნეველი ცნობები ვრცელდებოდა კაკარის გატაცების შესახებ. მისი ქმარი აცხადებდა, რომ ის არ იყო გატაცებული და თურქეთში იმყოფებოდა. ნათესავები კი ამბობდნენ, რომ ის საავადმყოფოში იყო.
XS
SM
MD
LG