Accessibility links

კაიროში პოლიციის სპეცოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა


ეგვიპტიდან გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალების მიერ კაიროს ცენტრის ისლამისტების საპროტესტო ბანაკებისაგან განთავისუფლებას მსხვერპლი მოჰყვა. ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტთაგან გაწმინდეს და სრულად აკონტროლებენ ნაჰდას მოედანზე, რომელზეც ისლამისტების მცირე ბანაკი მდებარეობდა. ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით პოლიციის სპეცოპერაცია ჯერჯერობით გრძელდება რაბაა ალ ადავიას მეჩეთის წინ, სადაც მორსის მომხრეთა ყველაზე დიდი ბანაკია გაშლილი. თვითმხილველთა ინფორმაციით შეტაკების დროს დაახლოებით 15 კაცი დაიღუპა, დამხობილი პრეზიდენტის მუჰამედ მორსის მომხრეები კი ასობით დაღუპულზე საუბრობენ. „მუსლიმთა საძმოს“ წევრებმა მოუწოდეს მომხრეებს, რათა გამოვიდნენ ქუჩაში და ბოლო მოუღონ მასობრივ ხოცვა-ჟლეტას. ეგვიპტის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეთაგან არავინ დაღუპულა.
XS
SM
MD
LG