Accessibility links

logo-print

ინდოეთში რუსული წარმოების წყალქვეშა ნავი ჩაიძირა


ინდოეთის პორტ მუმბაიში ჩაიძირა რუსული წარმოების წყალქვეშა ნავი, რომელსაც ინდოეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი იყენებდა. ფლოტის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ხომალდის კატასტროფა გემბანზე გაჩენილმა ხანძარმა და აფეთქებამ გამოიწვია. ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარს „უდიდესი ტრაგედია უწოდა. უწყებისვე ცნობით წყალქვეშა სუბმარინის ჩაძირვის შედეგად რამდენიმე მეზღვაური დაიღუპა, ეკიპაჟის 18 წევრი დაკარგულად ითვლება. კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით 16 წლის წყალქვეშა ნავი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა რუსეთიდან, სადაც იგი საგულდაგულოდ შემოწმდა და გარემონტდა.
XS
SM
MD
LG