Accessibility links

პაკისტანში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიმართვა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მოწოდებით დაიწყო. პაკისტანის დამოუკიდებლობის 66-ე წლისთავის სადღესასწაულო ღონისძიებებზე ისლამაბადში, ნავაზ შარიფმა განაცხადა, რომ „ხელისუფლებას გააჩნია მტკიცე ნება და უნარიც შესწევს ტერორიზმის დასამარცხებლად“. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ხალხმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა ქვეყანა „სტაბილურობისა და მშვიდობის ადგილად“ იქცეს. ასეთივე რემარკებით წარსდგა ხალხის წინაშე პაკისტანის შეიარღებული ძალების არმიის სარდალი გენერალი აშფაკ კაიანი, რომელმაც განაცხადა, რომ მიუხედავად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის მხრივ არსებული აზრთა სხვაობისა, „ბრძოლის შეწყვეტას არავინ აპირებს.“
XS
SM
MD
LG