Accessibility links

logo-print

დღეს აფხაზეთის ომის დაწყების 21-ე წელი შესრულდა


დღეს აფხაზეთის ომის დაწყების 21-ე წელი შესრულდა. თბილისში, გმირთა მემორიალთან, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების წარმომადგენლებმა. სპეციალური განცხადება გაავრცელა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, რომელიც აღნიშნავს, რომ ქართველები და აფხაზები იხსენებენ ტრაგედიას, რომლის უმძიმეს შედეგებს ქვეყანა დღემდე იმკის. ”ომი იყო დიდი შეცდომა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო, რადგან ორივე მხარეს მოუტანა დიდი დანაკარგი და ასობით ათასი ადამიანის დევნილობა გამოიწვია” - ნათქვამია განცხადებაში. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატივს მიაგებს ყველა დაღუპულის ხსოვნას და აღნიშნავს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ უარი თქვა თავსმოხვეულ, აგრესიულ და მილიტარისტულ პოლიტიკაზე და დღეს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის აფხაზებისა და ოსების ინტერესების დასაცავად და გულწრფელად დაინტერესებულია მათთან მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლების შექმნით.
XS
SM
MD
LG