Accessibility links

logo-print

ისრაელმა 26 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა


ისრაელმა აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების განახლების წინ კეთილი ნება გამოამჟღავნა და ციხეებიდან 26 პალესტინელი პატიმარი განათავისუფლა. მოლაპარაკებები იერუსალიმში დრეს უნდა გაიმართოს, პატიმრების გაშვება ისრაელის ციხეებიდან კი წუხელ განხორციელდა. პატიმართა უმრავლესობა ბრალდებულია ისრაელის მოქალაქეებისა და კოლაბორაციონიზმში მხილებული პალესტინელების დახოცვაში. ისრაელმა პირობა დადო, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში წარმატების წინაპირობად 104 პატიმარს რამდენიმე ეტაპად გაათავისუფლებს.
XS
SM
MD
LG