Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პროკურატურა იოზეფ გებელსის წიგნის რუსულად გამოცემის საქმეს იძიებს


სანქტ პეტერბურგის პროკურატურა იძიებს, თუ როგორ მოხდა მაღაზიების ქსელში ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრის იოზეფ გებელსის წიგნი. ქალაქის პროკურატორის ინფორმაციით საუბარია წიგნზე სახელწოდებით „მიხაელ“, რომელიც გებელსმა 1923 წელს ნაცისტურ პარტიაში გაწევრიანებამდე დაწერა. წიგნი რუსულმა საგამომცემლო სახლმა „ალგორითმმა“ გამოაქვეყნა. ეს ფაქტი დაგმო რუსეთის ებრაელთა კონგრესის თავმჯდომარემ ზინოვი კოგანმა, რომელმაც „დაუშვებელი“ უწოდა გებელსის წიგნის გამოქვეყნებას ქვეყანაში, რომელმაც „დიდი მსხვერპლი გაიღო ევროპის ფაშიზმისგან განთავისუფლების საქმეში.“ საგამომცემლო სახლს „ალგორითმს“ ამის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG