Accessibility links

logo-print

რიჩარდ ნორლანდი: "ჩვენ მხარს ვუჭერთ პრინციპებს და არა - პიროვნებებს"


საქართველოში აშშ-ის ელჩის შეფასებით, ცსკ-ის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი რთულ გარემოში უმკლავდებოდა თავის ამოცანებს. რიჩარდ ნორლანდს ჟურნალისტებმა დღეს კოემენტარი სთხოვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ხარატიშვილს თანამდებობიდან გადადგომამდე კონსულტაცია აშშ-ში ჰქონდა. ელჩის განცხადებით, ცსკ-ის თავმჯდომარე წლის დასაწყისში მართლაც იმყოფებოდა აშშ-ში და ეს იყო ჩვეულებრივი ვიზიტი, რომლის დროსაც განიხილებოდა საარჩევნო სისტემაში მიმდინარე პროცესები. რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო არჩევნების სრულფასოვნად ჩატარება, რათა საზოგადოებას და მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს პროცესისადმი ნდობა ჰქონდეთ. "დღეს, ჯერჯერობით რასაც ვხედავ, პროცესი საკმაოდ იმედის მომცემია", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. მან ილაპარაკა ბათუმში აშშ-ის სამხედრო გემის ვიზიტზეც და მას წარმატებული უწოდა. "ვამაყობთ შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების სტუმრობით ბათუმში, სადაც მიღებას დაესწრნენ პრეზიდენტი და პრემიერი. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრინციპებს და არა - პიროვნებებს", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
XS
SM
MD
LG