Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში 56-მდე გაიზარდა შეტაკებისას დაღუპულთა რიცხვი


ეგვიპტის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით 56-დე გაიზარდა უსაფრთხოების ძალებისა და ქვეყნის დამხობილი პრეზიდენტის მომხრეებს შორის მომხდარი შეტაკების დროს დაღუპულთა რიცხვი. „მუსლიმთა საძმოს“ მომხრეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სპეცდანიშნულების ძალებს, რომლებმაც კაიროს ცენტრის ისლამისტების საპროტესტო ბანაკებისაგან განთავისუფლება დაიწყეს. ევროკავშირი გამოეხმაურა ძალადობაა ეგვიპტეში და ორივე მხარეს მოუწოდა, რათა თავი შეიკავონ ძალადობის შემდგომი ესკალაციისაგან. დაღუპულთა შორის 5 პოლიციელია. დამხობილი პრეზიდენტის მუჰამედ მორსის მომხრეები კი ასობით დაღუპულზე საუბრობენ. ეგვიპტეში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე, რომელმაც ბერლინში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტის გარდამავალმა ხელისუფლებამ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის უფლება უნდა უზრუნველყოს.
XS
SM
MD
LG