Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერპოლმა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებთან დაკავშირებული მაღალჩინოსანი დააკავა



გუშინ საბერძნეთში, თურქეთის რესპუბლიკაში გაფრენის მცდელობის დროს, ათენის აეროპორტში საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, 1974 წელს დაბადებული დავით ჩხიტუნიძე დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ჩხიტუნიძეს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იმ დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. კერძოდ, დავით ჩხიტუნიძემ, ეკავა რა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობა, უკანონოდ მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე არაერთხელ მოახდინა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძისა და ავთანდილ აფციაურის გამოყვანა. აღნიშნული პირები სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იხდიდნენ სასჯელს. დავით ჩხიტუნიძის მიმართ თბილისის ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ მიმდინარე წლის 9 აგვისტოს გამოაცხადა საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით. მიმდინარე წლის 14 აგვისტოს დაკავებულს შეეფარდა წინა საექსტრადიციო პატიმრობა და მის მიმართ ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები.
XS
SM
MD
LG