Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა


ეგვიპტის ხელისუფლებამ ძალადობის პასუხად ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. ამასთან,ეგვიპტის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით 100-დე გაიზარდა უსაფრთხოების ძალებისა და ქვეყნის დამხობილი პრეზიდენტის მომხრეებს შორის მომხდარი შეტაკების დროს დაღუპულთა რიცხვი. ოფიციალური დადგენილების თანახმად საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მხოლოდ ერთი თვით იმოქმედებს. დამხობილი პრეზიდენტის მუჰამედ მორსის მომხრეები მათი რიგებიდან ასობით დაღუპულზე საუბრობენ. ევროკავშირი გამოეხმაურა ძალადობას ეგვიპტეში და ორივე მხარეს მოუწოდა, რათა თავი შეიკავონ ძალადობის შემდგომი ესკალაციისაგან.კაიროში მომხდარი შეტაკების დროს ტელეკომპანია „სკაი ნიუსის“ ოპერატორი მაიკ დინი დაიღუპა. რადიოსადგურ ამერიკის ხმის კორესპონდენტი კი მანქანიდან გადმოაგდეს და შემდეგ ცოტა ხნით პოლიციაში ჰყავდათ დაპატიმრებული.
XS
SM
MD
LG