Accessibility links

logo-print

ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა კაიროში საპროტესტო ბანაკები დაშალეს


ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა კაიროში აიღეს ორი საპროტესტო ბანაკი, რომლებიც გადაყენებული ისლამისტი პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის მომხრეებმა დასცეს. ოფიციალური მონაცემებით, მურსის მომხრეების წინააღმდეგ განხორციელებულ ზომებს სულ მცირე 149 ადამიანი ემსხვერპლა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მუსლიმთა საძმო კი ავრცელებს ცნობას, რომ ოთხშაბათს ძალადობის შემთხვევებს 2,000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ეგვიპტის არმიის მიერ დანიშნულმა დროებითმა მთავრობამ ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, მთელი ქვეყნის მასშტაბით. კაიროში და 10 პროვინციაში ღამით კომენდანტის საათი მოქმედებს. აშშ გმობს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას და არ ეთანხმება საგანგებო მდგომარეობის შემოღებას. ეგვიპტის დროებითი ვიცე-პრეზიდენტი, მუჰამედ ელ-ბარადეი ძალადობის გაპროტესტების მიზნით პოსტიდან მიდის.
XS
SM
MD
LG