Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის და პალესტინელების წარმომადგენლებმა დაიწყეს მოლაპარაკება


ისრაელის და პალესტინელების წარმომადგენლებმა სამწლიანი პაუზის შემდეგ განაახლეს სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელიც აშშ-ის ინიციატივით წარიმართება. დღევანდელი შეხვედრა იერუსალიმში გაიმართა, ზუსტი ადგილი არ დაკონკრეტებულა. მოლაპარაკების წინა რაუნდი 2010 წელს ჩაიშალა. უთანხმოების საგანი გახდა ებრაელთა დასახლებების მშენებლობა მიწებზე, რომლებიც პალესტინელებს თავიანთი მომავალი სახელმწიფოს შემადგენლობაში სურთ. წუხელ ისრაელმა გაანთავისუფლა 26 პალესტინელი ტუსაღი. ეს ნაბიჯი ნაწილია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ინიციატივისა, რომელიც ორივე მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას ისახავს მიზნად. ისრაელი აცხადებს, რომ 104 პალესტინელ პატიმარს გაანთავისუფლებს, ოთხ ჯგუფად - და ეს პროცესი სამშვიდობო მოლაპარაკების მსვლელობაზე იქნება დამოკიდებული. პარალელურად, ისრაელმა გამოაცხადა გეგმა, რომ ახალმოსახლეთათვის 3,100 ახალი სახლის აშენებას აპირებს - რასაც პალესტინელთა გულისწყრომა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG